Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი დღეს აშშ საგარეო პოლიტიკის მიდგომაზე ისაუბრებს


აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოთხშაბათს ვაშინგტონში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წინაშე წარდგება და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიდგომაზე ისაუბრებს. ოთხშაბათს გავრცელდა კლინტონის მიმართვა ”ათიათასობით სახელმწიფო მოხელესა და პარტნიორისადმი მსოფლიოში”. იმის გამო, რომ ყველა მსურველი ვერ დაესწრება საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ შეხვედრას, ჰილარი კლინტონი დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერნეტ-გვერდზე ეპატიჟება. ჰილარი კლინტონის გამოსვლა ვაშინგტონის დროით, 13 საათზეა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG