Accessibility links

logo-print

გაეროს სამხედრო მეთვალყურეებმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონა დატოვეს


გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის ბოლო ნაწილმა დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონა დატოვა. სოხუმიდან გაემგზავრა მისიის ხელმძღვანელი, გენერალი ანვარ ჰუსეინიც. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან სოხუმში დღეს გამოსათხოვარი შეხვედრები გამართა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ ჯოზეფ სტეფანიდისმა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს მეთვალყურეთა 16-წლიანი მისია რუსეთის წინააღმდეგობის გამო, 16 ივნისიდან შეწყდა
XS
SM
MD
LG