Accessibility links

logo-print

ირანში მომხდარ ავიაკატასტროფაში საქართველოს მოქალაქეებიც დაიღუპნენ


სამგზავრო თვითმფრინავში, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა თეირანთან, საქართველოს, სომხეთისა და ირანის მოქალაქეები იმყოფებოდნენ - ეს ინფორმაცია კომპანია "კასპიან ეარლაინზმა" გაავრცელა. მისი კუთვნილი "ტუ-154", რომელიც თეირანი-ერევნის რეისს ასრულებდა, აფრენიდან 16 წუთში, ქალაქ ყაზვინთან ჩამოვარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში დღევანდელი ავიაკატასტროფის შედეგად ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ირანში საქართველოს საელჩოს დესპანის მეუღლე ნათელა ნიკონოვა და სომხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი გივი ჭკადუა. ირანიდან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა, 168-ვე ადამიანი: ეკიპაჟის 15 წევრი და 153 მგზავრი, ძირითადად, სომხეთისა და ირანის მოქალაქეები.
XS
SM
MD
LG