Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კატასტროფა განიცადა "კასპიან ერლაინზის" თვითმფრინავმა


ირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი
ირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი
რუსულ-ირანული კომპანია "კასპიან ეარლაინზის" კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც თეირანი-ერევნის რეისს ასრულებდა, ირანში საქართველოს საელჩოს დესპანის მეუღლე ნათელა ნიკონოვა და სომხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი გივი ჭკადუა იმყოფებოდნენ. ირანის ტელევიზიის ცნობით, ტუ-154 აფრენიდან 16 წუთში ჩამოვარდა. თვითმფრინავში ეკიპაჟის 15 წევრი და 153 მგზავრი იმყოფებოდა. ირანის ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ავიაკატასტროფამდე თვითმფრინავი ქალაქ ყაზვინთან ავარიულად დაშვებას ცდლობდა.

ავიაკატასტროფა ირანში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

ჩვენი რადიო დაუკავშირდა სომხეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, გოჩა გვარამაძეს. მან გვითხრა, რომ საელჩოს ფინანსთა მენეჯერი გივი ჭკადუა, რომლის მოვალეობები ირანის საელჩოზეც ვრცელდებოდა, ორი კვირით იმყოფებოდა თეირანში. ჭკადუას ირანში მუშაობის ვადა დაუმთავრდა, ვინაიდან იქ ახალი თანამშრომელი დაინიშნა, და ეს მისი უკანასკნელი საქმიანი ვიზიტი იყო თეირანში.

გვარამაძის თქმით, ერევნის საერთაშორისო აეროპორტში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაღუპულთა ახლობლებს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევს. აეროპორტში გამოკრულია თვითმფრინავის ბორტზე მყოფთა სიები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასმედიას დაუდასტურა დღევანდელი ავიაკატასტროფის შედეგად ქვეყნის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოხატავს. სამინისტრო განსაკუთრებული ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მეუღლე და საელჩოს ფინანსური მენეჯერი. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს სომხეთის და ირანის მთავრობებსა და დაღუპულთა ოჯახებს.
XS
SM
MD
LG