Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვატის ხეობაში შეტაკებები გრძელდება


პაკისტანის არმიის ინფორმაციით, მისმა ჯარისკაცებმა 6 მეამბოხე, სავარაუდოდ, თალიბანის წევრები მოკლეს სვატის ხეობის ადმინისტრაციულ ცენტრ მინგორასთან. ამ ინფორმაციის ფონია სვატში ათასობით ადგილნაცვალი პირის დაბრუნების პროცესი. მთავრობამ ორშაბათს დაიწყო მათი რეპატრიაციის პროგრამის განხორციელება. პროგრამა ითვალისწინებს თავდაპირველად 200 000 დევნილის დაბრუნებას სვატის გარკვეულ ზონებში. თუმცა, სვატში დაბრუნება გაცილებით მეტ ადგილნაცვალ პირს სურს. სვატის მშვიდობიან მოსახლეობას - 2 მილიონზე მეტ ადამიანს - ორი თვის წინ მოუწია რეგიონიდან გაქცევა მას შემდეგ, რაც პაკისტანის არმიამ აპრილის მიწურულს მასშტაბური ოპერაცია წამოიწყო თალიბანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG