Accessibility links

logo-print

პარლამენტი გმობს ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლას


საქართველოს პარლამენტი გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ჩასვლას და გამოთქვამს შეშფოთებას ამ რეგიონის ანექსიის დაკანონების მცდელობის გამო. ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში, რომელიც დეპუტატებმა მიიღოს ცხინვალში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტთან დაკავშირებით. ამავე ვიზიტის გამო, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს კვლავ მოუწოდა, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი შეუწყოს რეგიონის სტაბილურობას და 12 აგვისტოს საზავო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან იან კელის შეფასებით, ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადადმული ნაბიჯი არ არის და საქართველოს საკითხში ვაშინგტონისა და მოსკოვის ფუნდამენტურ უთანხმოებას ადასტურებს.
XS
SM
MD
LG