Accessibility links

logo-print
16 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი. საუბარი შეეხებოდა ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიური ქსელის შექმნას. ეს ქსელი აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის 30 ორგანიზაციას გააერთიანებს. უჩა ნანუაშვილის აზრით, ამ ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დამცველების უკეთ დაცვას სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლისგან. ორი წლის განმავლობაში ქსელს ევროკავშირი დააფინანსებს. ინტერვიუს დასაწყისში უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა ნატალია ესტემიროვაზე, ჩეჩენ უფლებადამცველზე, რომელიც 15 ივლისს მოკლეს და რასაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG