Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში მედვედევის ჩასვლას საქართველოს პარლამენტმა განცხადებით უპასუხა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლის გამო, საქართველოს პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა სპეციალურ განცხადებას, რომლის ადრესატი საერთაშორისო თანამეგობრობაა. პარლამენტი პრეზიდენტ მედვედევის უკანონოდ ჩამოსვლას გმობს და ამ ფაქტს საქართველოს ანექსიის და რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობად აფასებს. პრეზიდენტ მედვედევის მოქმედების გამო, საქართველოს პარლამენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების და თავად მოსკოვის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს. პარლამენტი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონულ და საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. პარლამენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტის უკანონო მოქმედება სამართლებრივად შეაფასოს და მოსკოვს საქართველოს დეოკუპაცია, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება და ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება მოსთხოვოს
XS
SM
MD
LG