Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ მედვედევს სოხუმშიც ელიან


რუსეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ აფხაზეთშიც ელიან. რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში დე-ფაქტო პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ დიმიტრი მედვედევი ცხინვალის მსგავსად, სოხუმშიც სამუშაო ვიზიტით ჩავა. ამავე ინტერვიუში სერგეი ბაღაფშმა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის შესაძლო გაწევრიანების ვერსია უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, დე-ფაქტო პრეზიდენტმა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნება გამორიცხა და აღნიშნა, რომ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული
XS
SM
MD
LG