Accessibility links

logo-print

"მემორიალი" ჩეჩნეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს ესტემიროვას მკვლელობაში


უფლებადამცავი ორგანიზაცია “მემორიალი” ჩეჩნეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს ცნობილი უფლებადამცველის, ნატალია ესტემიროვას მოტაცებასა და მკვლელობაში. ესტემიროვა "მემორიალის" თანამშრომელი იყო და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებს იკვლევდა. ის გროზნოში ოთხშაბათს დილას მოიტაცეს, იმავე დღეს მოგვიანებით კი მოკლული იპოვეს მეზობელ ინგუშეთში. "მემორიალის" თავმჯდომარე ოლეგ ორლოვი პასუხისმგებლობას ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს აკისრებს. როგორც ორლოვი "მემორიალის" ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, კადიროვი ესტემიროვას დამუქრებია და ის “პირად მტრად” მოუხსენებია. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" კი ავრცელებს კადიროვის განცხადებას, რომ ამ “საზარელი” მკვლელობის ჩამდენები “ყველაზე სასტიკი დამნაშავეებივით” უნდა დაისაჯონ. მანამდე კრემლის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი “აღშფოთებულია” და გაცემული აქვს დავალება მკვლელობის გამოძიების შესახებ. მკვლელობა დაგმეს აგრეთვე შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილდტმა.
XS
SM
MD
LG