Accessibility links

logo-print

ნატოს სარდალი შეშფოთებულია ავღანეთის ზოგ რეგიონში დესტაბილიზაციის გამო


ნატოს სარდალი შეშფოთებას გამოთქვამს ავღანეთის ზოგ რეგიონში მზარდი დესტაბილიზაციის გამო. ამერიკელი გენერალი სტენლი მაკკრისტალი ჩრდილოეთში მდებარე ყუნდუზს და დასავლეთში მდებარე ბაღდისს და ფარაჰს ასახელებს რეგიონებად, რომლებიც მეამბოხეების ძალების კონცენტრაციით გამოირჩევა. მაკკრისტალი საჭიროდ მიიჩნევს ავღანეთის უშიშროების ძალების და მთავრობის გააქტიურებას. გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში მიმდინარე თვეში მოკლული უცხოელი ჯარისკაცების რიცხვმა 46-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG