Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით,აშშ მტკიცე მხარდაჭერას უწევს საქართველოს


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეძლო, გაენელებინა საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება, რომ მისი ქვეყანა შესაძლოა, წაგებული დარჩეს რუსეთთან აშშ-ის დაახლოების კურსით. ტყეშელაშვილმა, რომელიც ვაშინგტონს ეწვია თბილისში შეერთებული შტატების ვიც-პრეზიდენტის მოახლოებული ვიზიტის მზადებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მომავალ კვირაში საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სტუმრობით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი გაიგზავნება მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვში შეხვდა რუსეთის ლიდერებს. ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველოში კმაყოფილება გამოიწვია ობამას მიერ რუსეთში ყოფნისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ გამოთქმამ. გარდა ამისა, ტყეშელაშვილი მიესალმა ამერიკული სამხედრო გემის შესვლას ბათუმის პორტში სამხედრო-საზღვაო წვრთნების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG