Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიამ ახალი პარტია დააფუძნა


თბილისში ირაკლი ალასანიას ახალი პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ დაფუძნდა. „პარტიის ძირითადი ფასეულობა ადამიანის პიროვნული თავისუფლებაა“ - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „თავისუფალი დემოკარტები’’ მიიჩნევენ, რომ პიროვნების თავისუფლების და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელია ერთიანი, ძლიერი, სუვერენული საქართველოს დემოკრატიული მოწყობის პირობებში. ახალი პარტიის მიზანია საქართველოს ჩამოყალიბება სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების დაცვა. „თავისუფალი დემოკრატთა“ განცხადებით, პარტიის მსოფლმხედველობა ეროვნულ ტრადიციებს ეფუძნება, ტრადიციაზე დამყარებული მუდმივი განახლება და ინოვაცია კი ქვეყნის განვითარების ძირითად პრინციპად და მამოძრავებელ ძალად მიაჩნიათ. ახალი პარტიისთვის მმართველობის მისღები ფორმაა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით. ირაკლი ალასანიას პარტია მასშტაბური ყროლიბის გამართვას სექტემბერში გეგმავს.
XS
SM
MD
LG