Accessibility links

logo-print

ევროკავშირს აქვს გეგმა გაზმომარაგების შესაძლო პრობლემის წინააღმდეგ


ევროკავშირმა წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მომავალში გაზმომარაგების შესაძლო შეფერხებას, როგორც ეს უკრაინასა და რუსეთს შორის დავის გამო წელს იანვარში მოხდა. გეგმა ევროკავშირის წევრებს უნდა დაეხმაროს ექსპორტიორებისაგან გაზის მიწოდების შემცირების საფრთხის წინასწარ ამოცნობაში, თავიდან აცილებასა და საპასუხო ზომების მიღებაში. რუსეთზე მოდის ევროკავშირის გაზმომარაგების 25-მდე პროცენტი. ამ გაზის დაახლოებით 80 პროცენტის ექსპორტი კი უკრაინაზე ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG