Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი სარეაბილიტაციო პროექტს მიღმა დარჩა


აფხაზეთიდან დევნილები

აფხაზეთიდან დევნილები

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ყოფილ რესტორან „მეგობრობის“ შენობაში, აფხაზეთიდან დევნილები 16 წელია ცხოვრობენ და დღემდე მთავრობისგან დახმარების მოლოდინში არიან. შენობას სასმელი წყალი არ მიეწოდება, 18 ოჯახი კი ეზოში მდებარე საერთო ტუალეტით სარგებლობს. შენობაში იატაკიც დაზიანებულია და სახურავიც, რის გამოც ოთახებში წვიმის წყალი ჩადის. ამ პირობებში მცხოვრებ დევნილებს შენობის მომავალი ბედი აინტერესებთ.

როგორც ცნობილია, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების სამთავრობო პროგრამა მათთვის ამჟამინდელი საცხოვრებლის დაკანონებას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ზუგდიდის რაიონში შერჩეულ 47 ობიექტს შორის „მეგობრობა“ არ აღმოჩნდა. აქ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ვითარების გარკვევას 2008 წლის დეკემბრიდან ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ. სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა და განსახლების სამმართველოს უფროსის მოადგილემ თენგიზ ლუკავამ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფლობს. რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას კი გამგეობამ წერილობითვე იმით უპასუხა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციის, გაცემული თანხის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა და განსახლების სამმართველოსგან უნდა მივიღოთ. თავის მხრივ, სამმართველო ამას საკუთარ კომპეტენციად არ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG