Accessibility links

მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერთა შეხვედრა იმართება


დღეს მოსკოვში ერთმანეთს ხვდებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი. მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის შესახებ გაიმართება. მიმდინარე კვირის დასაწყისში ალიევმა განაცხადა, რომ მზად არის ანკლავის სომხურ მოსახლეობას ფართო ავტონომია შესთავაზოს, თუმცა დასძინა, რომ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. დღევანდელ მოლაპარაკებებზე შუამავლის როლს ასრულებს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი.
XS
SM
MD
LG