Accessibility links

რამზან კადიროვი უარყოფს კავშირს ესტიმიროვას მკვლელობასთან


ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა უარყო ბრალდება, თითქოს ჩეჩენი უფლებადამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობა მისი მოწყობილი იყოს. ხუთშაბათს ორგანიზაცია “მემორიალის” თავმჯდომარემ ოლეგ ორლოვმა კადიროვი ესტემიროვას მკვლელობაში დაადანაშაულა. თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კადიროვი იტყობინება, რომ მან დაურეკა ორლოვს და საკუთარი ბრალდების უარყოფა მოსთხოვა. ეს ბრალდება, კადიროვის თქმით, “არაეთიკური” და “შეურაცხმყოფელია.” ნატალია ესტემიროვა ოთხშაბათს გროზნოში მოიტაცეს და რამდენიმე საათის შემდეგ მეზობელ ინგუშეთში მოკლული იპოვეს.
XS
SM
MD
LG