Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო ბაზა არ გაიხსნება


ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურბანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ რუსეთის მეორე სამხედრო ბაზა ყირგიზეთში არ გაიხსნება. გასულ კვირაში რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს, ქალაქ ოშში გახსნას მეორე ბაზა, რომელიც დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის დაქვემდებარებით, ანტიტერორისტული ცენტრის ფუნქციას შეასრულებდა. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, რომელშიც, რუსეთის გარდა, კიდევ ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა გაერთიანებული, მოსკოვი ნატოს საპირწონედ განიხილავს.
XS
SM
MD
LG