Accessibility links

logo-print

თურქმენეთი "ნაბუკოს" პროექტს უერთდება


თურქმენეთის სახელმწიფო გაზეთ “დამოუკიდებელი თურქმენეთის” ინფორმაციით, აშხაბადმა "ნაბუკოს" გაზსადენის კონსორციუმის ერთ-ერთ სუბიექტთან გააფორმა ხულშეკრულება კასპიის ზღვის ფსკერზე ბუნებრივი აირის საბადოს ექსპლუატაციის შესახებ. გაზეთის ინფორმაციით, ლაპარაკია გერმანის ენერგეტიკულ კომპანია RWE-ზე, რომელიც "ნაბუკოს" პროექტში მონაწილეობს. "ნაბუკო" რუსეთის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას ითავლისწინებს. ერთი კვირის წინ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, ბუნებრივი აირით მოამარაგოს "ნაბუკოს" გაზსადენი.
XS
SM
MD
LG