Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში ხუთი ექსტრემისტი მოკლეს


ტაჯიკეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, დუშანბეს მახლობლად ორმხრივ სროლაში მოკლეს ხუთი შეიარაღებული ექსტრემისტი. საინფორმაციო სააგენტო AFP იმოწმებს ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურ წარმომადგენელს, რომელმაც სააგენტოს უთხრა, რომ თავდამსხმელებმა, რომლებსაც რუსეთის პასპორტები აღმოაჩნდათ, ცეცხლი გაუხსნეს ლურჯი ტბის მახლობლად მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. სროლაში ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ტაჯიკეთის ამ რაიონში კვლავინდებურად დაძაბული ვითარებაა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალები უკვე ერთი თვეა, ისლამისტ ექსტრემისტებს ებრძვიან.
XS
SM
MD
LG