Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი შეეწირა


ავღანეთის პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი დაიღუპა ჩრდილეთ ავღანეთში, თალიბი მებრძოლების მიერ გზის სავალ ნაწილზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვი და სამი ქალია, რომლებიც სალოცავად მიდიოდნენ ყანდაარის პროვინციაში. ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, პაკისტანის საზღვარს სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.
XS
SM
MD
LG