Accessibility links

logo-print

სერგეი შამბა გაეროს განვითარების პროგრამის წარმოამდგენლებს შეხვდა


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა დღეს სოხუმში შეხვდა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს. შამბამ ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს, თუმცა განვითარების პროგრამის კოორდინატორებს ურჩია, გაითვალისწინონ რეალური ვითარება და გაწონასწორებული პოლიტიკით იმოქმედონ. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა გასვლის მიუხედავად, ორგანიზაცია განაგრძობს განვითარების პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებას.
XS
SM
MD
LG