Accessibility links

logo-print

რაფსანჯანი დაპატიმრებულ დემონსტრანტთა გათავისუფლებას ითხოვს


ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა და გავლენიანმა სასულიერო პირმა, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ, თეირანში მორწმუნეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ირანელთა დიდი ჯგუფი უნდობლად ეკიდება 12 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ამ სიტუაციაში აუცილებელია რაღაცის გაკეთება. რაფსანჯანიმ დასძინა, რომ საპატიმროებში ასობით ირანელი დემონსტრანტი იმყოფება და აუცილებელია მათი გათავისუფლება, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს. ათასობით ოპოზიციის მხარდამჭერი ესწრებოდა რაფსანჯანის მიერ დღეს ჩატარებულ ლოცვას. იუწყებიან, რომ დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.
XS
SM
MD
LG