Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალში მედვედევის ვიზიტის გამო


ევროპის კავშირმა უარყოფითი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვიზიტს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხინვალში მედვედევის ვიზიტი შეუთავსებელია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. "ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვიზიტმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხევაზე, რეგიონში სტაბილურობას მიაღწიოს. რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალს ორშაბათს ეწვია და თითგამოცხადებულ რესპუბლიკას, რომელიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აღუთქვა.
XS
SM
MD
LG