Accessibility links

logo-print

ჯაკარტის აფეთქებებში დაღუპულთა შორის ოთხი უცხოელია


სულ ცოტა, ოთხი უცხოელი (მათ შორის ორი თვითმკვლელი თავდამსხმელი) დაიღუპა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად. ინდონეზიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ორ ფეშენებელურ სასტუმროში პარასკევს მოწყობილი აფეთქებებისას დაღუპული რვა პირიდან ოთხი უცხოელია. ამავე ინფორმაციის თანახმად, რვიდან ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი დაღუპულის ამოცნობა მოხერხდა. მათგან ორი ავსტრალიელია, ერთი ახალზელანდიელი, ერთი სინგაპურელი და ერთიც - ინდონეზიელი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აფეთქებებს „აღმაშფოთებელი“ უწოდა, ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გამოთქვა რწმენა, რომ ინდონეზიის ხელისუფლება მიაგნებს და სათანადოდ დასჯის აფეთქებების მომწყობთ.
XS
SM
MD
LG