Accessibility links

logo-print

ავღანეთში მომხდარ კატასტროფას ორი ამერიკელი მფრინავი ემსხვერპლა


აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ცნობით, აღმოსავლეთ ავღანეთში კატასტროფა განიცადა F15E-ს ტიპის მოიერიშემ, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ამავე ცნობის თანახმად, ავარია დღეს დილით მოხდა და ის, როგორც ჩანს, არ უკავშირდება მასზე მტრის თავდასხმას. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, ავარიის მომენტში მოიერიშე ასრულებდა დავალებას კოალიციის ოპერაციის ფარგლებში. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ეს მოიერიშე თვითმფრინავის პირველი კატასტროფაა ავღანეთში. მეამბოხეები დროდადრო ახერხებენ შვეულმფრენების ჩამოგდებას, მაგრამ ხელთ არა აქვთ იარაღი, რომელიც დიდ სიმაღლეზე მოქმედი თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოდგებოდა.
XS
SM
MD
LG