Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა


სამხრეთ ავღანეთში გუშინ მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ხუთი ბავშვი და ერთი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე. პოლიციის ცნობით, ინციდენტი მოხდა ყანდაარის პროვინციის სპინ ბოლდაკის რაიონში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება. აფეთქდა გზის პირას ჩადებული ნაღმი. როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, კიდევ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ხუთშაბათს, ჰელმანდის პროვინციის ქალაქ გერეშკში, სადაც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება ბრძოლა კოალიციის ჯარებსა და თალიბანის მეამბოხეებს შორის.
XS
SM
MD
LG