Accessibility links

საქართველოში ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა


საქართველოში H1N1 A ტიპის, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვირუსი აღმოუჩინეს ქალს - საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხუთი დღის წინ ევროპიდან დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს, ის იზოლირებულია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან დროულად მოხერხდა ამ ვირუსის აღმოჩენა.
XS
SM
MD
LG