Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს


რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ სახელწოდებით "სამშვიდობო მისია 2009". ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში დაიწყო. მანევრები 6 000-მდე ჯარისკაცის მონაწილეობით 27 ივლისამდე გასტანს. 22 ივლისს პირველი სიმულირებული კონტრტერორისტული წვრთნა იწყება ხაბაროვსკში, რის შემდეგაც მანევრები ისევ ჩინეთში, ქალაქ ბაიჟენთან გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG