Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ტროიკამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა


ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კარლ ბილდტი უდგას სათავეში, დაასრულა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის დამამთავრებელ ეტაპზე ევროკავშირის ტროიკად წოდებული დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან საუბრის შემდეგ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, საქართველოს მხარეს იმედი აქვს, რომ შვეციის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღწეულ იქნება წინსვლა ისეთ საკითხებში, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება, ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. გარდა ამისა, აღნიშნა ბაქრაძემ, “უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის დამკვირვებლების შენარჩუნება საქართველოში”. რაც შეეხება თბილისში ვიზიტისას ევროკავშირის დელეგაციის შეხვედრებს ოპოზიციასთან, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის იყო პარტია “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია. მისი განცხადებით საუბარი შეეხო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას, აგრეთვე ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ევროკავშირის პოზიციას კონფლიქტებთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG