Accessibility links

logo-print

აშშ-ის სარდლობა ვიდეოფირის გამოქვეყნებას აპროტესტებს


ავღანეთში მოქმედი აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ დაგმო თალიბანის გადაწყვეტილება, გაევრცელებინა ვიდეოფირი, რომელზეც გადაღებულია მეამბოხეთა მიერ ივნისში დატყვევებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. როგორც სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, ჯარისკაცის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებით უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ჯარისკაცი, რომლის ვინაობას არ აზუსტებენ, 30 ივნისს დაიკარგა აღმოსავლეთ ავღანეთში. ვიდეოკადრებში იგი ჰყვება, რომ პატრულირებისას ჯგუფს ჩამორჩა და ტყვედ ჩავარდა. 28-წუთიან ვიდეოჩანაწერში ჯარისკაცი გამოთქვამს მოსაზრებებს ომსა და ისლამზე, ამერიკელი ჯარისკაცების მორალურ სახეზე.
XS
SM
MD
LG