Accessibility links

logo-print

გეიტსი: აშშ-ის ძალებმა ერთი წლის განმავლობაში წარმატებას უნდა მიაღწიოს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თქმით, ავღანეთში მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ მომავალი წლის ზაფხულამდე მნიშვნელოვან წინსვლას უნდა მიაღწიოს, თუ სურს, რომ საზოგადოებაში ფეხი არ მოიკიდოს მოსაზრებამ, თითქოს ამ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იყოს. გაზეთ „ლოს ანჯელეს ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გეიტსი აღნიშნავს, რომ თალიბანის დამარცხება ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი სცენარია და ამ ბრძოლას შეერთებული შტატები ერთ წელიწადში ვერ მოიგებს. მაგრამ აშშ-ის ძალებმა ერთი წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიაღწიოს ხელშესახებ წარმატებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ავღანეთის ოპერაცია საზოგადოების მხარდაჭერას დაკარგავს.
XS
SM
MD
LG