Accessibility links

ირანში თავდებით გაანთავისუფლეს ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი


ირანში დღეს თავდებით გაანთავისუფლეს ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომელი ჰოსეინ რასამი, რომელიც 3 კვირა იყო დაკავებული. რასამის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი თავს კარგად გრძნობს. მის თავდებით გამოსაშვებად გადახდილია 100 000 დოლარი. რასამი პოლიტიკის ანალიტიკოსად მუშაობდა ბრიტანეთის საელჩოში. ის 27 ივნისს დააპატიმრეს საელჩოს კიდევ 8 თანამშრომელთან ერთად, ირანში 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დემონსტრაციებში მონაწილეობაში ბრალდების საფუძველზე. რასამისთან ერთად დაკავებული 8 პირი უფრო ადრე გამოუშვეს.
XS
SM
MD
LG