Accessibility links

logo-print

სამხრეთ ავღანეთში შვეულმრფენის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა


რუსეთის კუთვნილმა სამოქალაქო შვეულმრფენმა დღეს ავარია განიცადა სამხრეთ ავღანეთში, ნატოს სამხედრო ბაზასთან. დაიღუპა 16 სამოქალაქო პირი, დაიჭრა 5 ადამიანი. ოფიციალური სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მი-8 ტიპის შვეულმფრენის ჩამოვარდნა ყანდაარის აეროდრომზე მოწინააღმდეგე მხარის ცეცხლმა გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, მი-8 ტიპის შვეულმრფენი ეკუთვნოდა რუსეთის ავიაკომპანია ვერტიკალ-ტეს. ქაბულში რუსი დიპლომატის განცხადებით, დაიჭრა ორი რუსი მფრინავი, აგრეთვე ბელორუსი ინჟინერი, ხოლო 16 ადამიანი (სულ 18 მგზავრიდან) დაიღუპა. ცნობებში დაღუპულების ეროვნება არ დაუკონკრეტებიათ.
XS
SM
MD
LG