Accessibility links

logo-print

ნატოს მომავალი ხელმძღვანელი რუსეთს მეზობლების პატივისცემას სთხოვს


ნატოს მომავალ გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ის მალე გაემგზავრება მოსკოვში, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ განუცხადოს, რომ ალიანსი “მისი წინააღმდეგი” არ არის და სურს მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ამასთან, როგორც რასმუსენი საფრანგეთის გაზეთ “მიდი ლიბრთან” ინტერვიუში აღნიშნავს, ალიანსი დაბეჯითებით მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს მეზობლებს, როგორიც საქართველოა. რასმუსენი დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია და 1 აგვისტოდან სათავეში ჩაუდგება ნატოს. გენერალური მდივნის პოსტზე ის იაპ დე ჰოოპ სხეფერს შეცვლის.
XS
SM
MD
LG