Accessibility links

logo-print

პარლამენტის პოლიტიკურ დებატებში პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.


საქართველოს პარლამენტში დღეს პოლიტიკური დებატების ჩატარებაა დაგეგმილი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. დებატები პარასკევს უნდა გამართულიყო, თუმცა წინა დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავადაც სურდა დებატებში ჩართვა და მისი ორშაბათისთვის გადადება ითხოვა, უკეთ მოსამზადებლად. პარლამენტში ჯერ არ იციან, თუ რა ფორმატით წარიმართება დებატები - პრეზიდენტი პარლამენტში უკვე უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ მივა თუ დებატები მხოლოდ მისი მისვლისას დაიწყება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სხდომა 21:00 საათზე უნდა დასრულდეს, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტში 20:00 საათზე აპირებს მისვლას.
XS
SM
MD
LG