Accessibility links

„თრილერი“ პირველ ადგილს უახლოვდება


მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ მისი ალბომებზე მოთხოვნა ბევრად გაიზარდა. ბოლო მაჩვენებლებით, ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ მომღერლის ყველაზე ცნობილი ალბომი, „თრილერი“ 28-გზის პლატინად შერაცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1982 წლის შემდეგ მისი, სულ მცირე, 28 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული ამერიკაში. დღემდე ყველაზე წარმატებულ ალბომად „იგლზის“ უდიდესი ჰიტების კომპილაცია ითვლება, რომელის 29-გზის პლატინად არის შერაცხული. ჟურნალ „ბილბორდის“ გათვლებით, „თრილერი“ მალე ამ ნიშნულს გადაუსწრებს და 29-მილიონიან მიჯნას გადალახავს.
XS
SM
MD
LG