Accessibility links

logo-print

როგორია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა?


(მარცხნიდან) ილჰამ ალიევი, სერჟ სარქსიანი და დმიტრი მედვედევი, მოსკოვში შეხვედრისას

(მარცხნიდან) ილჰამ ალიევი, სერჟ სარქსიანი და დმიტრი მედვედევი, მოსკოვში შეხვედრისას

ბოლო ხანს აშკარად გააქტიურდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა. ამის დასტური იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის პარასკევის შეხვედრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უმასპინძლა. მოსკოვში მოწყობილ ამ მოლაპარაკებას მოსკოვმა “ძალიან კონსტრუქციული" უწოდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, როგორ და როდის მოგვარდება პრობლემა. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, რადიო თავისუფლებამ "კავკასიურ გზაჯვარედინთან" მიიწვია სომეხი, აზერბაიჯანელი, ქართველი და რუსი ექსპერტები.

დისკუსიაში მონაწილეობენ: ერევნიდან - მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი არმან მელიქიანი, ბაქოდან - პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვი, თბილისიდან - კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძე, და დონის როსტოვიდან - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი სერგეი მარკედონოვი. დისკუსიას უძღვება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელი ანდრეი ბაბიცკი.

XS
SM
MD
LG