Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გადადგომა დასტურდება


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაადასტურა, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი თანამდებობიდან გადადგა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ სააგენტო მედია-ნიუსს აცნობა, რომ ყუბანეიშვილის წერილობითი განცხადება დღეს დილით მიიღო. ყუბანეიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი გახელაძისთვის უცნობია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად სამეურვეო საბჭო კონკურსს გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG