Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალ გენერალურ მდივანს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს


ნატოს ახალი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც მოვალეობის შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება, რუსეთთან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეცდება. მან ფრანგულ გაზეთ „Midi Libre“-ს აცნობა, რომ უახლოეს ხანში მოსკოვში ჩასვლას აპირებს, რათა კრემლი დაარწმუნოს, რომ ნატო რუსეთის მოწინააღმდეგე არ არის. ამავე ინტერვიუში ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.
XS
SM
MD
LG