Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ნატოში გაწევრიანების იმედი თითქმის მკვდარია


ნატოში საქართველოს გაწევრიანების იმედს ქვეყნის პრეზიდენტი „თითქმის მკვდარს“ უწოდებს. „Wall Street Journal“-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ტრაგედიაა და დასძენს, „გამოდის, რომ რუსები მართლები იყვნენ.“ დღევანდელ სტატიაში ცნობილი ამერიკული გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც აგვისტოს ომამდე ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და ქვეყნის ორი თვითგამოცხადებული რეგიონის რეინტეგრაციაზე დარწმუნებით საუბრობდა, უახლოეს ხანში ამ მიზნების მიღწევა დღეს უკვე ნაკლებად წარმოუდგენია
XS
SM
MD
LG