Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ბაიდენი კიევში ჩავიდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ჩავიდა. უკრაინასა და საქართველოში თავისი ოთხდღიანი ვიზიტის მანძილზე ბაიდენი შეეცდება დაარწმუნოს მასპინძელი ქვეყნების ლიდერები, რომ მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობის “გადატვირთვა” მათი ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. უკრაინაში ჯოზეფ ბაიდენი შეხვდება პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, ოპოზიციური „რეგიონების პარტიის“ ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კონსტანტინ ელისეევის განცხადებით, კიევი მოელის, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დადასტურდება ვაშინგტონის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი. ოთხშაბათს ჯოზეფ ბაიდენი კიევიდან თბილისში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG