Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება კვლავ ძალიან რთულია


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში, კვლავ ძალიან რთულია, მიუხედავად რეგიონის სტაბილიზების მცდელობისა. მედვედევმა, სამხედრო და უშიშროების სფეროების მაღალი რანგის ოფიცრებთან შეხვედრისას თქვა, რომ ამჟამინდელი თავდასხმები ინგუშეთში, დაღესტანსა და ჩეჩნეთში, გვიჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება ძალიან, ძალიან კომპლექსურია პრობლემების შემსუბუქებისთვის გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ძალებზე თავდასხმა თითქმის ყოველდღიურად ხდება.
XS
SM
MD
LG