Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიამ გამოაცხადა საბანკო სისტემის კვლავ ამოქმედების გეგმის შესახებ


ისლანდიამ გამოაცხადა, რომ ამოქმედდება გეგმა, დარღვეული საბანკო სისტემის კვლავ აღდგენის მიზნით. გეგმა შეიცავს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას. ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ეს, ისლანდიის სახელმწიფოს გაჯანსაღების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გეგმის გამოქვეყნება მოჰყვა ისლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილებას ევროპის კავშირში ქვეყნის გაწევრიანების სურვილის შესახებ. ისლანდია საფინანსო კრიზისის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი მსხვერპლია.
XS
SM
MD
LG