Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ვრცელი სიტყვით წარდგა პარლამენტის წინაშე


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა წინადადება, 2010 წლის მაისში ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართოს, ხოლო 2009 წლის ბოლომდე დამტკიცებულ იქნეს ახალი საარჩევნო კომისია. პარლამენტში წარმოთქმულ ვრცელ სიტყვაში სააკაშვილმა კვლავ შესთავაზა დიალოგი ოპოზიციას და განაცხადა, რომ მზად არის, სადეპუტატო მანდატები დაუბრუნოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა დასძინა, საამისოდ საჭირო გახდებოდა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება. შეეხო რა მედიის მდგომარეობას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უფრო გახსნილი და მიუკერძოებული მედიის შესაქმნელად საჭიროა, ყველა არხს მიეცეს საშუალება, მაუწყებლობა კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით აწარმოოს. მიხეილ სააკაშვილი შეეხო სასამართლო სისტემის გარდაქმნის საკითხს, ისაუბრა უშიშროების საბჭოს სხდომების ახალი ფორმატით ჩატარების შესაძლებლობაზე, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით დანიშნულ დებატებში მონაწილეობის სურვილი პრეზიდენტმა თავად გამოთქვა.
XS
SM
MD
LG