Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი დაითხოვა


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტარო ასომ დღეს პარლამენტი დაითხოვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი თვის ბოლოს იაპონიაში არჩევნები ჩატარდება და, როგორც ვარაუდობენ, დასრულდება ლიბერალ-დემოკრატთა ნახევარ საუკუნეზე ხანგრძლივი მმართველობა იაპონიაში. არჩევნების თარიღად ასომ 30 აგვისტო დაასახელა. იაპონიის მოქალაქეები აირჩევენ პარლამენტის ქვედა პალატის 480 დეპუტატს, ვინც შემდეგ ჩამოაყალიბებს მთავრობას და აირჩევს პრემიერ-მინისტრს.
XS
SM
MD
LG