Accessibility links

logo-print

აფხაზური ოპოზიცია სერგეი ბაღაფშს აკრიტიკებს


აფხაზურმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი კონსტიტუციის იგნორირებასა და რეალობის და ზომიერების გრძნობის დაკარგვაში დაადანაშაულეს. მათი ერთობლივი განცხადება რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ სერგეი ბაღაფშის ამასწინანდელ ინტერვიუს მოჰყვა. დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში აფხაზეთი აღიარებული უკვე 10-15 ქვეყნის მიერ იქნებოდა, თუმცა, მოლაპარაკება სერიოზულ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს, რადგან რესპუბლიკის აღიარება მათგანაა აუცილებელი და არა პაპუა-ახალი გვინეის, ზიმბაბვეს და სხვა ეგზოტიკური ქვეყნებისგან. ამ განცხადების გამო, პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ბაღაფში აფხაზეთის აღიარების პროცესისთვის ხელისშეშლასა და სუვერენული სახელმწიფოების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. ერთობლივი განცხადების ავტორებმა ბაღაფშს მოუწოდეს, დაასახელოს ის ქვეყნები, რომელთა მიერ აფხაზეთის აღიარება არ სურს.
XS
SM
MD
LG