Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკულ გამოცემას არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ცნობილი ამერიკული გაზეთის „The Wall Street Journal“-ის ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება საკუთარი ინტერპრეტაციით გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები იმის შესახებ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების იმედი „თითქმის მკვდარია“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა გაზეთს განუცხადა, რომ თუ საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, ეს ტრაგედია იქნება. თავად მიხეილ სააკშვილმა გასულ ღამით პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ არასწორი ინტერპრეტაციითვის „The Wall Street Journal“-მა ბოდიში მოუხადა.
XS
SM
MD
LG