Accessibility links

logo-print

თალიბებმა იერიში მოაწყეს აღმოსავლეთ ავღანეთში


ავღანეთში თალიბების ჯგუფმა, რომელშიც თვითმკვლელი ამფეთქებლებიც იყვნენ, იერიში განახორციელა ადმინისტრაციულ შენობებზე აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ქალაქ გარდეზში, პაქტიის პროვინციაში. ადგილობრივი მოსახლეობისh და ოფიციალური პირების ცნობით, თვითმკვლელმა მოიერიშეებმა, რომელთა შორისაც სულ ცოტა ორი იყო ქალის მოსასხამით, ბურკით შემოსილი, ადმინისტრაციულ შენობებში შესვლა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლის შედეგად დაიღუპა ხუთი ამფეთქებელი და უშიშროების ძალების ხუთი ავღანელი წარმომადგენელი. ექსტრემისტებმა ასეთივე იერიშების მოწყობა სცადეს ქალაქ ჯალალაბადში, პაკისტანის საზღვართან. პოლიციის ცნობით, მოკლეს ორი თვითმკვლელი მოიერიშე, როცა მათ ქალაქის აეროპორტში შეჭრა სცადეს.
XS
SM
MD
LG