Accessibility links

logo-print

აფეთქებებმა ერაყში დღეს 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


ერაყის უშიშროების უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა ბაღდადსა და დასავლეთ ერაყის ქალაქ რამადიში აფეთქებების სერიის შედეგად. სამმა აფეთქებამ ბაღდადის შიიტურ უბანში 5 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. რამადიში კი 2 ადამიანი დაიღუპა რესტორანთან ორი ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG